|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა." მერსედესის" მარკის ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს შეეჯახა. მსუბუქად არის დაშავებული მძღოლი.

 თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო მოხდა.  მათი განცხადებით, ავტომობილის მძღოლს წინ "მარშრუტი"  ეჯახებოდა, რომელიც "ქართული ოცნების" შეხვედრაზე იმყოფებოდა. ავტომობილში შეხვედრიდან მომავალი  20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლმა სწრაფი რეაგირება გააკეთა და საჭე საპირისპირო მხარეს მიმართა, რის შედეგადად საცხოვრებელი სახლის ჭიშკარს შეეჯახა.

ადგილზე არ გამოჩენილა პატრული, ავტომობილი  ევაკუატორით  გადაიყვანეს.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა