|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩებზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში ანჯაფარიძისა და ხანძთელის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხის, ბორდიურებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, საავტომობილო გზაზე იგება ასფალტის საფარი.
გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების საერთო ღირებულება 3 074 299 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია გაეცნენ.

ავტორი: