ქუთაისში არასრულწლოვნები პატრულის თანამშომლებმა სცემეს
ქუთაისში არასრულწლოვნები პატრულის თანამშომლებმა სცემეს - ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. როგორც ისინი აცხადებენ, შემთხვევა ღამით, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სკვერში მოხდა.
მშობლების ინფორმაციით, ახალგაზრდები სკვერში კარტს თამაშობდნენ და სამართალდამცველებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
15 და 16 წლის მოზარდების მამა, რომელიც კონფლიქტის ადგილზე მივიდა, დააკავეს.
დაკავებული იყვნენ არასრულწლოვნები, თუმცა ამ დროისთვის ისინი გათავისუფლებული არიან. პოლიცია მათ პატრულის მანქანის დაზიანებას ედავება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა