ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის 42,3 %-მა მიიღო
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ქუთაისში მონაწილეობა 68 503 ამომრჩეველმა მიიღო. ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 42,36% -ს შეადგენს. ეს შედეგი 2012 წლის არჩევნებთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
საერთო ჯამში, ქუთაისის სამი სამაჟორიტარო ოლქის 129 უბანზე 28 საჩივარი დაიწერა.
ოსეფაიშვილის განცხადებით, #79 (# 49 ოლქი) და #117 (#48ოლქი) უბნებზე გადასატანი ყუთები გაბათილდა.
ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე საავტომობილო გზა, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია, რაც საარჩევნო კომისიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას უკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



19:33
12:47
14:20
11:35
17:49
















