ქუთაისში ავტოავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა
ქუთაისში, რუსთაველს ხიდზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს "ოპელისა" და "ლენდროვერის" მარკის, მსუბუქი ავტომანქანები დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავარიის გამომწვევ მიზეზად უამინდობაც სახელდება.
შშს-ს პრესსამსახური ადასტურებს მომხდარ ფაქტს. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















