ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პირი თავისუფალია
ქუთაისში ავტობუსის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებული პირი თავისუფალია. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ადვოკატ არჩილ ნიჟარაძის თქმით, მოსართლემ სრულად გაითვალწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ქუთაისში, 16 დეკმებერს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა, ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში, იმ დროს, როცა მძღოლი ტრანსპორტიდან გადასული იყო, მზაგვრიდან მძღოლის ადგილი დაიკავა, ავტობუსი დაძრა და 20 მგზავრთან ერთად გაურკვევლი მიმართულებით წავიდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი