ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა
ქუთაისში გამარჯვების მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებულია მცირეწლოვანი, რომელიც საავადმყოფოში თავად გადაიყვანეს.
მსუბუქად დაშავდა სამი პიროვნება, რომლებმაც საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.
ქუთაისში დღეს ინტენსიური წვიმაა, რაც ავტოსაგზაო მოძრაობაზეც უარყოფითად აისახება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
11:34
19:09
















