ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე, გზაჯვარედინზე მოხდა.
ქვეითად მოსიარულე მამაკაცს, რომელიც გადასავლელზე გადადიოდა, სატვირთო ავტომობილი ე.წ. ტრაილერი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ავტომანქანას, სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქე მართავდა. იგი სამართალდამცავებმა დააკავეს.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















