|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდა კაცმა მშობლების საფლავზე თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მშობლების საფლავზე თავი ჩამოიხრჩო.

შემთხვევა ავანგარდში, დღეს, საღამოს საათებში მოხდა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი