ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა - მას დენმა დაარტყა
ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, “გორგია”-ს მიმდებარე ტერიტორიასთან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ჯიხურის ეზოში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ჯიხურის ეზოში გადავიდა, შემთხვევით მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა.
შემთხვევის შედეგად, მამაკაცმა კისრის არეში დამწვრობა მიიღო.
“ეს ტერიტორია დაცულია, ჭიშკარს ბოქლომი ადევს, თუმცა ახალგაზრდებმა რამდენჯერმე გატეხეს ბოქლომი და კაცმა არ იცის, რისთვის გადადიან ამ საშიშ ადგილზე. ეს ბიჭი უეჭველ სიკვდილს გადაურჩა და შეიძლება ითქვას, დღეს მეორედ დაიბადა”, - აცხადებენ თვითმხილველები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა