|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ეროვნული კონკურსი იმართება

ქუთაისში მ. ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ეროვნული კონკურსი გაიმართება. კონკურსი დღეს იწყება და 23 თებერვალს  დასრულდება. მასში საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან  80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი  მონაწილეობს.

საორგანიზაციო კომისიის განცხადებით,  კონკურსი  2 წელიწადში ერთხელ ტარდება  ფორტეპიანოს, სოლო სიმღერის, სიმებიანი საკრავების და ჩასაბერი საკრავების მიმართულებებით.   მონაწილეთა ასაკი 8-22 წლამდეა. წელს კონკურსი მ. ბალანჩივაძის დაბადების 155 წლისთავს და ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

წელს ჟიურის შემადგენლობაში არია გოგი ჭიჭინაძე (დირიჟორი, ჟიურის თავმჯდომარე), ნესტან მესხი (პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი), ნოდარ ჟვანია (ალტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი) ზაალ ხელაია (ვოკალი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი), ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა, საქ. ეროვნული სიმფონიური). 

კონკურსში, ქალაქ ქუთაისის მერიის ძალისხმევით, პოლონური მხარეც ჩაერთო, ჟიურის მოწვეული წევრები არიან ქუთაისის დაძმობილებული ქალაქის პოზნანის წარმომადგენლები.

აღნიშნული კონკურსი ქუთაისში უკვე მეორედ იმართება და მას ქალაქის მერია აფინანსებს. 

 

 



ავტორი: ნიუპრესი