|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში “ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლის” ოფისი გაქურდეს

ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდულ ორგანიზაციათა სახლის” ოფისი გაქურდეს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, წაღებულია 4 კომპიუტერი და მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

როგორც  „ნიუპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობის ფაქტზე უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო და მიმდინარეობს ოპერატიული მოქმედებები.

საქმე აღძრულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა