ქუთაისში ახლადშექმნილ კომპანიას 5295 კვ/მ მიწა უსასყიდლოდ გადაეცა
სახელმწიფო შპს „საკალათბურთე აკადემია დოლას“ უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით სარგებლობაში ქუთაისში მდებარე მიწის ნაკვეთს გადასცემს. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 1 აგვისტოს გასცა.
განკარგულებაში საუბარია ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩის 20 ნომერში მდებარე 5295 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობების თანახმად, შპს „საკალათბურთე აკადემია დოლამ" სამი წლის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, გადაცემული უძრავი ქონება ან მისი ნაწილი უნდა განავითაროს, რაც მოიცავს სპორტული კომპლექსის მშენებლობას, კერძოდ, საკალათბურთო და სპორტული დანიშნულების მქონე დარბაზებს, მოსაცდელ და გამოსაცვლელ ოთახებს, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომის და გამწვანებული ტერიტორიის მოწყობას, ასევე, კომპლექსი შესაძლოა, მოიცავდეს სასტუმროსა და საცურაო აუზსაც.
აღსანიშნავია რომ საკალათბურთო აკადემია „დოლა“ მაისში დაფუძნდა. მისი 100%-იანი წლის მფლობელი ლევან შავლაყაძეა, ის ამტკიცებს, რომ მან საკალათბურთო საქმე ისე კარგად იცის, რომ პრემიერი წერილით დაარწმუნა მისთვის საკმაოდ ვრცელი მიწის ნახევარი საუკუნით გადაცემის სისწორეში.
შავლაყაძეს რომელსაც ოფიციალურად ეს თანხა არ გააჩნია, აცხადებს, რომ ამისთვის ემიგრანტი მამის დანაზოგს გამოიყენებს.
ოპოზიციის წამომადგენლები ამ სქემაში მაღალჩინოსნების კვალს ხედავენ. აცხადებენ, რომ ნიკეას მიმართულებით მიწის ფასი მალე გაიზრდება და ამ გზით მაღალჩინოსნები ახერხებენ სტრატეგიულ ადგილზესაკლაოდ სოლიდური მოცულობის მიწის უფასოდ ხელში ჩაგდებას.
ავტორი: