|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია უცვლელი წესით ჩატარდება

ქუთაისში სააღდგომო ლიტურგია ბაგრატის ტაძარში უცვლელი წესით ჩატარდება. 23:00 საათზე შუაღამის მსახურება დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ იქნება ლიტანიობა.

სასულიერო პირები, ეკლესიის მსახურები და მრევლი ტაძრის ირგვლივ სააღდგომო საგალობელს შეასრულებენ.

მრევლს ტაძარში მისვლა ფეხით ცხრა საათამდე მოუწევს. ტაძრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი გიორგი ამბობს, რომ ვირუსის გადადების საფრთხე ეკლესიაში არ არსებობს და რომ მრევლი რეკომენდაციებს იცავს.

მოძღვარი მორწუნეებს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ფეხით სიარულიც დიდი მადლია. სასულიერო პირი მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს ზედმეტად მკაცრს უწოდებს და ამბობს, რომ ვინც მათ მოწოდებას დაემორჩილება, მომავალში შესანანებელი ექნება.

ტაძრის ეზოში დამონტაჟებულია ხმის გამაძლიერებლები და ხალხმრავლობის შემთხვევაში, წირვა ლოცვის მოსმენა ეზოშიც შეეძლებათ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა