|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საბავშვო ბაღებში თანხები იკრიბება? - მშობლები დირექტორის წინააღმდეგ

ქუთაისის მერვე საბავშვო ბაღის დირექციას თანხების აკრებაში ადანაშაულებენ. როგორც მშობლებმა "ნიუპრესს" განუცხადეს.  ბაღის დირექტორი (ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველის წარმომადგენელი) ყოველ დღესასწაულზე ბავშვებს სხვადასხვა მიზეზით თანხის მიტანას ავალდებულებს, ბოლოს  საახალწლო ზეიმისთვის თითო ბავშვზე 60 ლარის მიტანა მოითხოვა.
 
მშობლები, ამ ეტაპზე საკუთარი ვინაობის გამხელას, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მათ ყოველ დღესასწაულზე თანხის მიტანის შესაძლებლობა არ აქვთ. 
   
"მე-8 ბაღი დირექტორი ლანა ჩიტიძე პერიოდულად ითხოვს თანხებს ბავშვებისგან. სხვადასხვა მიზეზებს იგონებს, ახლა საახალწლოდ მოითხოვა თითო ბავშვზე 60 ლარი, თუ ოჯახიდან ორი ბავშვი იყო,  ვითომ 10 ლარიანი შეღავათი დააწესა. თანხების მოთხოვნას ბაღში ოთახების რემონტს აბრალებს- ხომ გინდათ თქვენი შვილები კარგი პირობებში იყვნენო,  არ გვეკითხება, გვქვს თუ არა ამდენი თანხა. არა მარტო მშობლებისგან, როგორც ვიცით, თანამშრომლებსაც აკრებინებს თანხებს და გარკვეულ საჩუქრებს, სუნამოებს და სუვენირებს ითხოვს. მშობლები და პედაგოგები დატერერობული ყავს. ხმამაღლა ვერ ამბობენ და გადავწყვიტეთ, ამ ფორმით გაგვეჟღერებინა"-აცხადებენ მშობლები. 
 
ბრალდებას არ ადასტურებს ბაღის დირექტორი ლანა ჩიტიძე. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, ბაღში მსგავსი შემთხვევები არ ხდება. მან შენიშვნა გამოთქვა წყაროს ანონიმურობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თავად გამოიძიებს და ცილისწამების გამო სხვაგვარად მოიქცევა. 
 
"ჩემი სურვილია, რაც მესაუბრეთ, არ იყოს ანონიმური. გამორიცხულია და თავს დავდებ,  რომ არცერთი მასწავლებელი არ ახდენს თანხის აკრებას. მშობლებმა განცხადებითაც კი მოგვმართეს, რომ ზეიმზე ბავშვებს ფორმები ჩაეცვათ და გადაღება ქონოდათ. ამიტომ ვერ მივიღებ ამას, თუ არ იქნება ვინაობა გამხლილი.  პასუხისმგებელი ვარ ყველა კითხვაზე, რისი თანხების აკრება უნდა ხდებოდეს? მე თვითონ გამოვითხოვ ინფორმაციას, რომ ეს ყველაფერი იყოს საჯარო, თუ ჩემი რომელიმე თანამშრომელი ავალებთ, რომ თანხები აიკრიბოს. მე პირადად ვიქნები მოსურნე, ჩემით დაწყებული ყველა დაისაჯოს. არავითარ შემთხვევაში არ იქნება ანონიმური,  იმიტომ, რომ მეც მყავს და ჩვენც შეგვიძლია მოვიძიოთ და ამ ცილისიწამებისთვის სხვაგვარად მოვიქცეთ. როდესაც ადამიანი ასეთ რამეს ამბობს, არ უნდ აიყოს ანონიმური, არ ვიღებ ამ შენიშვნებს, რადგან  გამორცხულია და არც ოთახებში რემონტისთვის თანხების აკრებას ვადასტურებ", -განაცხადა ლანა ჩიტიძემ.  
 
 
ბაღებში დირექციისგან თანხების მოთხოვნას არ ადასტურებს ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" დირექტორი დავით წიტაიშვილი. მისი თქმით, გაერთიანება მაქსიმალურად ცდილობს, ზეიმებზეც არ მოხდეს მშობლების მიერ თანხის შეგროვება, თუმცა მისი თქმით, მშობლები თავად მოითხოვენ, მათ შვილებს ზეიმზე ფორმები ჩააცვან. 
 
"გაერთიანებაში მოსვლის  დღიდან ვცდილობ ამ პრობლემის მოგვარებას. საახალწლო ზეიმებზე მშობლებს უნდათ ჩააცვან ფორმები, ყავდეთ თოვლის ბაბუა და ვიდეოგადაღება, რასაც ჩვენ ვერ ვახერხებთ. მშობლები თავის ინიციატივით ცდილობენ თანხების აკრებას, მოითხოვენ ამას და მათი ინიციატივითვე ხდება.  ვერავის დავუშლით მის შვილს,  რაც უნდა,  ის ჩააცვან. ჩვენგან არ ხდება მსგავსი მოთხოვნა.  როდესაც ჯგუფში რამდენიმე მშობელს არ უნდა თანხის აკრება, თითს იშვერებ ბაღისკენ, თითქოს ჩვენგან მიდოდეს.  ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს პრობლემაც არ იყოს. გამორიცხულია, ადმინისტრაციამ მოითხოვოს თუნდაც რეაბილიტაციაიის გამო თანხების აკრება. ყველაზე დიდი საბიუჯეტო ორგანზიაცია ვართ და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს ბაღებში იყოს უსაფრთხო გარემო და ბოლო პერიოდში არცერთი ფაქტი არაა. ხშირად ამ შემთხვევაშიც მშობლები აქტიურობენ, ზოგჯერ არ მოსწონს ოთაცხში ფარდა და შეცვლა უნდათ, ამიტომ თავად ვერ თანხმდებიან, ჩვენ მაქსიმალურაც ვცდილობთ ვითანაშრომლოთ მშობლებთან ბავშვების კეთილდღეობისთვის"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა. 
 
ქუთაისში 37 საბავშვო ბაღი. ააიპი ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 9 მილიონით ფინანსდება. ბაღებში 10 ათასზე მეტი ბავშვია რეგისტრირებული.
 
 
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი