ქუთაისში ბიბლიოთეკის ასაშენებლად 4 მილიონი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში ბიბლიოთეკის ასაშენებლად 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, ამის შესახებ ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი დაიხარჯება. დანარჩენ ხარჯებს ცენტრალური ბიუჯეტი გაიღებს. ბიბლიოთეკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ის წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარე აშენდება.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიაში ქალაქის საშუალოვადიანი სტრატეგიის - „ქუთაისი 2021“ განხილვა მიმდინარეობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















