ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონაცირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში გამოკვლეული 13 პაციენტიდან, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ასევე კლინიკის 6-ექიმს, რომელთაც გეგმიური კვლევა ჩაუტარდათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კლინიკას 13-მა პაციენტმა მიმართა და მათი ანალიზები უკვე გაიგზავნა ლაბორატორიაში. პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი და არც საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტი არ ყავთ ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკაში ამ დრომდე კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტი რჩება, 14 უკვე გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა