ქუთაისში ბონდარენკოს გულშემატკივრებმა მაისური დაუზიანეს
სატელევიო პროექტის მონაწილე მსახიობს, სტანისლავ ბონდარენკოს ქუთაისში გულშემატკივრებმა მაისური დაუზიანეს. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები და მოსწავლეები მსახიობთან მიახლოებას და მისგან ავტოგრაფის მიღებას ცდილობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი გოგონა მსახიობს მაისურზე ჩაეჭიდა, რის შედეგადაც ბონდარენკოს ტანსაცმელი დაუზიანდა.
უკრაინული წარმოშობის რუსი მსახიობი საქართველოში სატელევიზიო პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მოწვევით იმყოფება. ის გულშემატკივრებთან შეხვედრებს მართავს. ამჯერად მსახიობი ქუთაისში იმყოფებოდა.
სტუდენტებმა მსახიობს კითხვები დაუსვეს და მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ბონდარეკომ აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხით და ქართული ცეკვებით.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი