ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ხანძარია
ქუთაისში, ბუხაიძის #4-ში ხანძარია, ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ცეცხლი 9- სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა, თუმცა დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. ამ დროისათვის ადგილზე გრძელდება სამუშაოები.
ადგილობრივების თქმით, ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო ბუხაიძის ქუჩას ელექტროენერგია დროებით გაეთიშა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

19:09
14:22
15:46
10:15
















