ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობის წესები დროებით იცვლება
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, დროებით იცვლება მოძრაობის წესები. სრულად დაიკეტება თბილისის ქუჩა ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოსტავას და გელათის ქუჩების გავლით.
ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის მიმართულებით, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან- გელათის ქუჩის გავლით ცენტრალური მოედნისკენ.
იცვლება N19 ავტობუსის სვლაგეზი. M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება ( N19) , თბილისის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს კოსტავას ქუჩის გავლით, 26 მაისისა და სოლომონ I -ის ქუჩების კვეთამდე , ხოლო ცენტრალურ მოედნამდე იმოძრავებს 26 მაისისა და გელათის ქუჩების გავლით.
შეზღუდვა იმოქმედებს 30 იანვრის 10:00 საათიდან 9 თებერვლამდე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა