ქუთაისში დღეს ცენტრალური ბაზარი გაიხსნა
ქუთაისში თითქმის ერთთვიანი შეზღუდვის შემდეგ აგრარული ბაზარი გაიხსნა. კორონავირუსის საფრთხის შემცირების მიზნით, ბაზარში მოვაჭრეებისა და მყიდველებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
ბაზარში შესვლის მსურველებს ხელთათმანებს და პირბადეებს ურიგებენ და მათ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ბაზარში განთავსებულია დეზობარიერები.
მოვაჭრეების თქმით, რეკომენდაციებს სრულად იცავენ და ამ ეტაპზე ბაზარში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
მათივე ინფორმაციით, დაკეტილი ბაზრების გამო მათ ფინანსური პრობლემა შეექმნათ. ამასთან, აცხადებენ, რომ პრობლემაა ტრანსპორტის მხრივ და ბაზარში მისვლა ტაქსით მოუხდათ.
მათი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, სრულად გაიხსნა ბაზრი თუ მხოლოდ გარკვეული დროით. ეს დამოკიდებულია რამდედან შეძლებენ უსაფრთხოების ზომების დაცვას.
იმერეთის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სხვა მუნიციპალიტეტებში აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებთან მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები იყოს დაცული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი