|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა ჩხობაძის კლინიკაში. კლინიკის დირექტორის გოგიტა ბაბუნაშვილის თქმით, 80 წლამდე მამაკაცი კლინიკაში 17 დღის წინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მდგომარეობა მძიმე იყო.

ამ დროისათვის, კლინიკაში 126 პაციენტი მკურნალობს.  დილის მდგომარეობით, კოვიდცენტრში თავისუფალი ადგილები არ არის.

დირექტორის თქმით, დღის მანძილზე გამოჯანმრთელებული პაციენტები გაეწერებიან და ახალი პაციენტების მიღებას ამის შემდეგ შეძლებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი