|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაკავებული აჭარელი ახალგაზრდების ახლობლებმა გზა გადაკეტეს

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო პოლიციასთან გუმათში მომხდარ ინცინდენტზე დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლებმა  გზა გადაკეთეს.  ისინი 6 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ  აჭარიდან ჩასულ ახალგაზრდეს პროვოკაცია მოუწყვეს.

როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, მათ ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.  დალი სულაქველიძის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ. ასევე განმარტავს, რომ გავრცელებულ კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები საერთოდ  არ ჩანან.

პოლიციასთან სამართალდამცველების და სპეცრაზმის ჯგუფებია მობილიზებული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი