ქუთაისში "დემოკრატიის ფესტივალი" იმართება
წალენჯიხასა და თელავის შემდეგ "დემოკრატიის ფესტივალი" დღეს ქუთაისში იმართება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ადგილობრივი მცირე მეწარმეები, არტისტები და მოქალაქეები.
ფესტივალზე მიწვეულია „ქართული ოცნებაც“, თუმცა მას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან.
მმართველი ძალა დანიურ ორგანიზაციას, რომლის ხელშეწყობითაც იმართება ღონისძიება, ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ადანაშაულებს. ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ასევე ფესტივალზე მიხეილ სააკაშვილის ბანერის გამოჩენა. ამას ნაციონალური მოძრაობაში პასუხობენ, რომ სადაც იქნებიან, ყველგან იქნება ნმიხეილ სააკაშვილის ბანერი.
რაც შეეხება დანიურ ორგანიზაციას დანიის პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ბო ნისენიმ ქუთაისში მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მათი მიზანი დემოკრატიის განვითარებას ხელშეწყობაა.
მისივე თქმით, დანიის პარტიებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მხარს უჭერს ყველა პოლიტიკურ პარტიას, დეპოლარიზაციას და პოლიტიკური ძალების თანამშრომლობას.
„სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რომ დემოკრატიული პროცესები იყოს მშვიდობიანი, ნაკლებად პოლარიზებული, დემოკრატია იყოს უკეთესი და ძლიერი“, - განაცხადა ბო ნისენიმ.
DemFest-ზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.
ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი