|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ქუთაისში დევნილებისთვის მშენებარე კორპუსზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კომპანიის მხრიდან გაფრთხილების გარეშე გათავისუფლებას აპროტესტენენ.

მათი თქმით, დამსაქმებელმა მიზეზი არ განუმარტა, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემცირება მათ პროტესტს უკავშირდება.

მათი თქმით, თვეების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში მუშაობდნენ, არ ქონდათ დასვენების დღეები და ზეგანაკვეთური სამუშაოს გამო ანაზღაურებასაც არ იღებდნენ. პროტესტის გამო კი კომპანია ეუბნებოდა, რომ მათი ჩანაცვლება სხვა ადამიანები მარტივად მოხდებოდა. გათავისუფლებულებს კომპენსაცია არ მიუღიათ და აპირებენ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. კორპუსებს კომპანია "კრეატივი" აშენებს.  კომპანიაში გათავისუფლებულების ბრალდებებს არ უპასუხეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი