ქუთაისში, დონეცკის ქუჩაზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა ქუთაისში. მოქალაქეები ამჯერად სომბოლურად დონეცკის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.
აქციის მონაწილეების თქმით, რუსეთი ცდილობს, დაიპყროს უკრაინა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მხარდაჭერა. ისინი 2008 წელს უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ აუცილებელია საქართველომაც სათანადო მხარდაჭერა გამოუცხადოს.
აქციაზე უკრაინელი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. აქცია ქალაქში მსვლელობით გაგრძელდა.
ავტორი: newpress
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა