ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად ინტერესი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა
ქუთაისში დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა.
36 299 ლარად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერით NAT190004381 მხოლოდ ერთი პრედენდენტი შპს „ლიზი“ დაინტერესდა.
კომპანია 2015 წელს მარნეულშია რეგისტრირებული, გამარჯვების შემთხვევაში სამუშაოებს 35 191 ლარად შეასრულებს.
სატენდერო მონიტორიგის მიხედვით კომპანიას სამ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული და ვერც ერთში გაიმარჯვა.
ნიკეას ქუჩაზე ყველაზე მაღალი დროშის დგარის მოსაწყობად ტენდერი მერიამ მესამედ გამოაცხადა. პირველი ტენდერი 2018 წლის აპრილში გამოცხადდა, მეორედ ივლისში. დროშის დგარის მოწყობის ადგილად ნიკეას ქუჩის გარდა, ბაგრატი ტაძრის მიმდებარე ტერიტორია განიხილებოდა, თუმცა მერიამ საბოლო არჩევანი ნიკეას ქუჩაზე შეაჩერა.
მერიამ 46, 5 მეტრი სიმაღლის დგარი ინდური კომპანიისგან მიიღო საჩუქრად. ქუთაისში დგარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის ღირებულებას საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა.
ავტორი: ნიუპრესი