ქუთაისში "ცხელების ცენტრში" კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა. ცენტრის დირექტორის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, მამაკაცმა კლინიკას თვითდინებით გუშინ მიმართა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია.
პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ამ დროისთვის კონტაქტებს ადგენენ.
გუშინ ცენტრში 9 პაციენტის ანალიზი აიღეს და მათგან 8 უარყოფითი, 1 კი დადებითი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

14:22
15:46
10:15
















