ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 9 000 აბონენტს დროებით შეუწყდება
აგვისტოს ქუთაისში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. შეფერხება მ/ძ ქვესადგურში “ქუთაისი 6” დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. რის გამოც 5 აგვისტოს 07:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 9000 აბონენტს ქუთაისში.
ძაბვის მიწოდების შეზღუდვა შეეხებასულხან-საბას გამზირს, თაბუკაშვილის, კ. გამსახურდიას, მაისურაძის, 9 აპრილის, დადიანის, ოცხელის, მშენებლის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებს. ასევე, 750-მდე აბონენტს სოფელ ქვიტირში. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
















