|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ექვსსულიან ოჯახს დავალიანების გამო ბუნებრივ აირს უჭრიან

ქუთაისში იობიძეების ექვსსულიან ოჯახს ბუნებრივ აირს უჭრიან. ოჯახის ინფორმაციით, მათ რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვთ, კომპანიამ განწილადება მოახდინა, მაგრამ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ იხდიან.

კახა იობიძის თქმით, ოჯახში, სადაც ორი მცორეწლოვანი ყავთ,  არავინ მუშაობს და კომუნალურ გადასახადებს ვერ გადაიხდიან. მისი თქმით, მომხდარი მის პოლიტიკურ განწყობებს უკავშირდება და ხელისუფლება 20 ივნისის მოვლენებში მონაწილების გამო სჯის.

ოჯახმა ადგილზე მისულ სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენლებს გაზის ჩაჭრის უფლება  არ მისცა, რის გამოც საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

როგორც სოკარ გაზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღსრულება რამდენიმე დღით გადაიდო. შეთანხმების შემთხვევაში, დავალიანების განწილადება მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა