|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისში „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი ფული დახარჯეს, მაგრამ მეორე ტური ვერ აიცილეს"

„ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უამრავი ფული დახარჯეს, მაგრამ მეორე ტური მაინც ვერ აიცილეს თავიდან, -განაცხადა ქუთაისის მერობის ყოფილმა და "გაერთიანებული ოპოზოციის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" არის ყველა უბედურების მიზეზი. 

„შარშან, ქუთაისში, ადგილობრივ არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება, იმდენი ფული დახარჯეს, ისე გააყალბეს... თუმცა, ამ, არც ვიცი, რა ვუთხრა, ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, შემდეგ გავიდნენ პარტიიდან და ამათ ჰგონიათ, ხალხს ავიწყდება, თუ ვისი გაკეთებულია ეს შეცდომები და დანაშაულებები. „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი ფული დახარჯეს, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. თუმცა, ისე გააყალბეს არჩევნები ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, გრიგილ ვაშაძე თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა, ის მეორე ტურში გავიდა, მაგრამ პარტიამ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ავტორი: ნიუპრესი