ქუთაისში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკაში მოხდება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო 4 კლინიკა თბილისში შეირჩა.
"ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში - ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი - ქუთაისში და 4 - თბილისში. თბილისის კლინიკებია - ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში - რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში - ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.
"შემოვიდა 29 500 ცალი, რაც გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე.
ავტორი: ნიუპრესი