ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, რითაც პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
ომში დაღუპულების სულებს კი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ პარაკლისი გადაუხადა.
"ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით 4 ქუთაისელ ვეტერანს. მხოლოდ ეს 4 ადამიანი გვყავს დღეს ქალაქში, რომლებმაც იბრძოლეს მეორე მსოფლიო ომში და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.
დღესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ომს. მშვიდობა მინდა ვუსურვო მთელ მსოფლიოს!
დიდება გმირებს!"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1000-1000 ლარი გადასცა.
გარდა ამისა, ვეტერანები ფულად დახმარებას მთავრობისგანაც მიიღებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:35
12:39
15:45
20:24
20:21
















