|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფრანგულმა კომპანიამ ელექტროგამაცხელებლების ქარხანა გახსნა

 ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფრანგული კომპანიამ „ატლანტიკ ჯგუფი“ ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა გახსნა. 

ქარხნის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესწრებოდა. 

 "ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. დღეს სრული საწარმო ციკლი ვიხილეთ, დაწყებული ძალიან მარტივი მასალებით და დასრულებული მაღალი ღირებულების პროდუქციით. ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის"-, განაცხადა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 ქუმსიშვილის განცხადებით,  ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი.

 საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო.

ავტორი: ნიუპრესი