|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლები ბიზნესმენ დავით კოსტავას უპირისპირდებიან

ქუთაისში განჯის ქუჩის #12 ბინის მცხოვრებლები ბიზნესმენ დავით კოსტავას უპირისპირდებიან.  მოქალაქეები ბიზნესმენის მიერ მათი დაშანტაჟების მცდელობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ბიზნესმენი  ცდილობს ამ გზით მოიპოვოს მათი კორპუსის გვერდით, რიონის სანაპიროზე უკანონო მშენებლობის გაგრძელების უფლება, რასაც ეწინააღმდეგებიან. 

 მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ბიურო.

ბიუროს ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილის თქმით,  დავით კოსტავა, რომლის შვილი ქუთაისის საკრებულოს წევრია და მჭიდრო კავშირშია თვითმმართველობასთან, თავისი გავლენებით საერგებლობს.  

  "დავით კოსტავას კომპანიის  მიერ აშენებული კორპუსში, ბინები  რაც არ გაიყიდა,  სახელმწიფომ შეისყიდა და იქ დევნილები შეუშვა.  კოსტავა ახლა ამ ბინებში ამხანაგობის თავმჯდომარეა და მოსახლეობამაც არ იცის, როდის გახდა ამხანაგობის თავმჯდომარე.  ეზოს მოპირკეთება გააკეთა, 2  სკამი დადგა და რამდენიმე ნაძვის  ხე დარგო, რაშიც მოსახლეობას 84 ათასი ლარის გადახდას თხოვს,  - ეს ფული დავხარჯე და უნდა ამიკრიბოთო. ადგილობრივი თვითმმართველობა ბიზნესმენ  დავით კოსტავასთან შეთანხმებით მოსახლეობას უქმნის ისეთ პირობებს,  რომ კოსტავამ დააშანტაჟოს და გვერდით,  სადაც უკანონო მშენებლობა აქვს,  მისი გაგრძელების ნებართვა მიიღოს. პრობლემაა ისიც,  რომ იმ ბინის მშენებლობის ნარჩენები რიონში იყრება", - აცხადებს თემურ ცამციშვილი. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა