|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარემოვაჭრეები მერიის მოთხოვნას აპროტესტებენ

ხმაური იყო ქუთაისში. ყვავილებით გარემოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ბაზრობის მიმდებარედ მუშაობის უფლებას ითხოვენ.

მათი თქმით, წლებია, აღნიშნულ ადგილზე ვაჭრობენ, ახლა მერიამ მუშაობის უფლება შეუზღუდა. მოვაჭრეების თქმით, მინიმალური შემოსავალი აქვთ და არ შეუძლიათ ბაზარში ქირის გადახდა, ამიტომ მერიის შეთავაზებას ვერ დათანხმდებიან.

მერია მოვაჭრეებს ბაზარში მუშაობისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის ადგილზე მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა