ქუთაისში გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ქუთაისში გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლასთან მოხდა.
თვითმხილველევის თქმით, საშუალო ასაკის მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა, თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და ადგილზე დააკავეს.
მათივე თქმით, აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.
დაკავების ფაქტს ადასტურებს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი. ქუთაისში სკოლებთან უცნობი პირების გადაადგილების და ბავშვების გატაცების მცდელობის ფაქტებზე აქტიურად საუბრობენ ბოლო პერიოდში. მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ჩატებში მასწავლებლების მიერ ხდება გაფრთხილება და მოუწოდებენ მათ, არ დატოვონ ბავშვები მარტო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გატაცების მცდელობის ფაქტებს კატეგორიულად გამორიცხავენ, რაც შეეხება დღევანდელ დაკავებას, აცხადებენ, რომ ერთი მამაკაცი გარყვნილი ქმედების ბრალდებითაა დაკავებული.
საქმე სსკოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა