ქუთაისში გემო ფესტი სამი დღე გაგრძელდება
გემო ფესტი ქუთაისში სამი დღე გაგრძელდება. ღონისძიება 13 ივნისს გაიხსნა და 14 და 15 ივნისისს გაგრძელდება. აქტივობები 15:00 საათიდან იწყება და გვიან ღამემდე გრძელდება.
ფესტივალი ქუთაისში წელს მესამედ იმართება.
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში, კვების და გასართობი სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარია მოწყობილი
ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი იმერული კერძები.
ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა