|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაუშვეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღეა.

 გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
დროშები დაშვებულია ქუთაისში პარლამენტის და მერიის შენობებზე.

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე, დაშავდა 22 ადამიანი.
 
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. მიმდინარეობს გამოძიება. 
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი