ქუთაისში გუშინ 71 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 71 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათ შორის იყო ანალიზები თერჯოლის, ფარცხანაყანებისა და ჭიათურის კლასტერებიდან, ასევე წყალტუბოს საკარანტინე ზონებიდან, თუმცა ვირუსი არავის დაუფიქსირდა. ამ დროისთვის იმერეთში კარანტინში 394 პირი იმყოფება.
ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს, საჩხერის სამედიცინო კლინიკაში ერთი პაციენტი რჩება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

15:46
10:15
11:28
















