|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება - ამინდის პროგნიზი

1-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში :ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში: ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18+20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23+25 გრადუსი დაფიქსირდება.

დედაქალაქში - თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ავტორი: ნიუპრესი