ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა
ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი 11-12 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარეობდა.
ფესტივალი სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და უშუალოდ მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით აღდგა.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ესტონეთისა და ლატვიის სახალხო არტისტი იანუს ვერსტუსი, ფესტივალის სახე კი- ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.
საერთაშორისო ფესტივალში ევროპიდან მოწვეული, ათი სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასის 50 წამყვანი პროფესიონალური ბალეტის მოცეკვავე მონაწილეობდა .
ფესტივალის დახურვის და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ცნობილი ქორეოგრაფი მაკა მახარაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გრან -პრი იაპონელმა მოცეკვავემ ჰიროტო ნაკაბაიაშიმ მოიპოვა.
საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ბალეტის სფეროს პოპულარიზება და ქუთაისში კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა