ქუთაისში იუსტიციის სახლის დატბორვის მიუხედავად, სერვისის გაცემის პროცესი არ ფერხდება
გაცნობებთ, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლის მომხმარებლებს დღეს სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლებიდან შეუფერხებლად შეეძლებათ, ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
„ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა ქუთაისის იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის მიუხდავად, სერვისის გაცემის პროცესი არ ფერხდება. ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება, ასევე, სერვისის მისაღებად განაცხადის ჩაბარება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ხონის, გეგუთის და წყალტუბოს ფილიალებში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის", - წერია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი