"არგოს" მშენებლობის შესაჩერებლად ხელმოწერები გროვდება
არასამთავრობო ორგანიზაციები "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე კაფე-ბარის "არგო" მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, რისთვისაც მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ტერიტორიაზე კაფის შეჩერების მომხრეებს შეუძლიათ პეტიციას ხელი ენექტრონულად მოაწერონ. სულ საჭიროა 500 ხელმოწერა.
პეტიციაში 2 მოთხოვნა შედის:გაუქმდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეწყდეს იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობა. გამოიძებნოს ფინანსური რესურსი სკვერის ფუნქციური დანიშნულების აღსადგენად და კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩასატარებლად.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი