ქუთაისში კატასტროფის ჯგუფმა აჭარიდან ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადმოიყვანა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტები აჭარის კლასტერიდან არიან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
"კატასტროფის ჯგუფმა ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარიდან გადმოიყვანა. მათ კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ",-განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა