ქუთაისში კულინარიული კონკურსი „ბებოს გემო“ გაიმართა
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, ქუთაისის მერიის და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლობით, ქუთაისში „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ იწყებს მუშაობას.
კლუბის პირველი ღონისძიება, სახელწოდებით „ბებოს გემო“, 19 დეკემბერს გაიმართა, რესტორან „დები“-ში. ღონისძიების მთავარ მიზანი იყო ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის პოპულარიზება, ასევე, თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობა .
კულინარიულ კონკურსში ერთმანეთს „60+ კლუბის“ წევრები და 12 წლამდე ასაკის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. „ 60+ კლუბების“ შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დახმარებით შემუშავებულია და მიღებული დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია.
ავტორი: ნიუპრესი