ქუთაისში კორონავირუსი ერთი თვის ჩვილებმა დაამარცხეს
ქუთაისში კორონავირუსი ერთი თვის ჩვილებმა დაამარცხეს. პატარებები „კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში გამოჯანმრთელდნენ.
კლინიკის ინფოემაციით, კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა. აქედან ორი მათგანი 1 თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკის იყო.
ამ დროისთვის კლინიკაში მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოიყვანეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა