ქუთაისში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 11-ია.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარაზე მოდის.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დედაქალაქში 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„სამწუხაროდ, ყველაზე მეტი – 360 პაციენტი – ისევ აჭარაში ფიქსირდება, თბილისში ოდნავ შემცირდა და 57 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, იმერეთში – 11, ქვემო ქართლსა და კახეთში არის ექვს-ექვსი ახალი შემთხვევა, გურიაში – 5, მცხეთა-მთიანეთში - 3, ხოლო სამცხე-ჯავახეთში –1“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 572 აქტიური შემთხვევაა.
ავტორი: ნიუპრესი