ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქუთაისში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, ყველა შემთხვევა 32-ე სკოლას უკავშირდება.
მიმდინარეობს წყაროს დაზუსტება.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გუშინ 1400-მდე ნიმუში აიღეს. 70 ნიმუშია აღებული კარავში და მათ შედეგებს ელოდებიან.
დღეიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილ კარავს აიღებენ და მოქალაქეების ტესტირება ე.წ. ცხელების ცენტრში გაგრძელდება. ქუთაისში გასული ხუთი დღის განმავლობაში ასამდე შემთხვევა გამოვლინდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა