|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსით ფეხმძიმე გოგო დაიღუპა

ქუთაისში კორონავირუსით ფეხმძიმე გოგო დაიღუპა. კლინიკა "ბომონდში" აცხადებენ, რომ 28 წლის ორსულის მდგომარეობა მძიმე იყო და ის კლინიკის კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

"ბომონდის" კლინიკური დირექტორის მამია ყიფიანის განცხადებით, პაციენტი კლინიკაში 10 დღის წინ, რთულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

„კლინიკა ბომონდში კოვიდინფიცირებული პაციენტი 30 ივლისს მოთავსდა.  მას შესვლისთანავე  პაციენტს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.  ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ყიფიანმა.

გარდაცვლილი 28-29 კვირის ორსული იყო.

კლინიკა ,,ბომონდში“ ამჟამად, კოვიდდადებითი 128 პაციენტი მკურნალობს, აქედან 31 ორსულია. რეანიმაციულ განყოფილებაში 27 პაციენტია, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. რაც შეეხება პედიატრიულ განყოფილებას,  სიმპტომურ მკურნალობას 18 ბავშვი გადის.

კლინიკა „ბომონდის“ კოვიდ განყოფილება გუშინ 17- მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

 

ავტორი: ნიუპრესი